რეფლექსია
გავიხსენე წინა შეხვედრებზე განხილული საკითხები. დღეს ვიმუშავე მე 3-ე და მე-4-ე მოდულებზე. მესამე მოდულის საკვანძო საკითხები იყო: როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
წინა მეცადინეობაზე ვისწავლე ,,დროში გაწერილი შეფასების გეგმის" შედგენა. ახლა ჩემი მიზანია, როგორ მოვახერხო ჩემს სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება. გავეცანი სასარგებლო ვებსაიტების მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს.
მეოთხე მოდულში ვისწავლე როგორ გამოვიყენებ ჩემს თემაში ინტერნეტს ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობასა და მოსწავლეტასწავლის შეფასების მიზნით. შევადგინე ჩემი პროექტის ჩონჩხი.